კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - დოკუმენტები 2023-2024

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) საზოგადოებას სთავაზობს პირველწყარო დოკუმენტებს: კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (2023) და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (2024).

წარმოდგენილი ინფორმაცია 2023 წლის თებერვალ-მარტის და 2024 წლის აპრილი-მაისის თვეებში საქართველოს პარლამენტში ინიცირებული, განხილული და გამოქვეყნებული (ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული) დოკუმენტური მასალაა.

დოკუმენტთა დიდი ნაწილი ჩამოტვირთულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან: www.parliament.ge

ჩამოტვირთულ დოკუმენტთა მოძიება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო 2024 წლის აპრილის პირველ დღეებში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, აღნიშნულ ისტორიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

2024 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

3 ივნისი, 2024 წელი - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაშია, დოკუმენტს პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

"დღეს ხელი მოვაწერე კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა" - შალვა პაპუაშვილი.

2024 ეუთო/ოდირი: სასწრაფო მოსაზრება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ

30 მაისი, 2024 წელი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული სასწრაფო მოსაზრება, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა.

„საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს“, - ნათქვამია ODIHR-ის გამოქვეყნებულ სამართლებრივ ანალიზში.

საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა

28 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, კენჭისყრის შედეგები.

საქართველოს კანონის პირვანდელი (2024 წლის 14 მაისის) რედაქცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ბმული: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/362771

28 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, კენჭისყრის შედეგები.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონზე.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ბმული: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/362770

27 მაისი, 2024 წელი - წერილი საქართველოს პარლამენტის აპარატს.

27 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პარლამენტის წამყვანი კომიტეტის დასკვნა.

27 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეცა 18.05.2024.

27 მაისი, 2024 წელი - საქართველოს კანონის პირვანდელი რედაქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 14 მაისის №4156-XIVმს-Xმპ კანონზე (№ 07-1/32/10, 18-05-2024)

27 მაისი, 2024 წელი - დანართი (მოსაზრება, ეუთო-ოდირი, 2023 წლის 25 ივლისი).

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ბმული: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/362577

27 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თაობაზე (N07-1/32; 18.05.2024).

27 მაისი, 2024 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პარლამენტი, მედია და საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე

18 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. N3387. 18.05.2024.

"... ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს" - სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

20 მაისი, 2024 წელი - საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.PDF 43654 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ბეჭდით.

საქართველოს პარლამენტის ბმული:

https://parliament.ge/legislation/28582

https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/43654

2024 წელი, აპრილი-მაისი: კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

I მოსმენისთვის

3 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, წერილი.

8 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება.

პარლამენტის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/360018

8 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის დაწყების თაობაზე.

8 აპრილი, 2024 წელი - იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/43113

8 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნა.

15 აპრილი, 2024 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://parliament.ge/media/announcement/2799?local=true

16 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტის აპარატს, წერილი.

16 აპრილი, 2024 წელი - თავფურცელი.

16 აპრილი, 2024 წელი - განმარტებითი ბარათი.

16 აპრილი, 2024 წელი - კანონის პროექტი.

16 აპრილი, 2024 - პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული კანონის პროექტი.

16 აპრილი, 2024 წელი - პარლამენტის დადგენილების პროექტი.

16 აპრილი, 2024 - იურიდიულ საკითხთა (წამყვანი) კომიტეტის დასკვნა.

16 აპრილი, 2024 წელი - I მოსმენა პარლამენტში.

17 აპრილი, 2024 წელი - I მოსმენის კენჭისყრის შედეგები.

II მოსმენისთვის

29 აპრილი, 2024 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი.

30 აპრილი, 2024 წელი - კანონის პროექტი.

30 აპრილი, 2024 - შენიშვნების ფურცელი.

30 აპრილი, 2024 წელი - პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული კანონის პროექტი.

1 მაისი, 2024 წელი - II მოსმენის კენჭისყრის შედეგები.

III მოსმენისთვის

13 მაისი, 2024 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი.

13 მაისი, 2024 წელი - იურიდიულ საკითხთა (წამყვანი) კომიტეტის დასკვნა.

14 მაისი, 2024 წელი - პარლამენტის აპარატს, წერილი.

14 მაისი, 2024 წელი - თავფურცელი.

14 მაისი, 2024 წელი - კანონის პროექტი.

14 მაისი, 2024 წელი - პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული კანონის პროექტი.

14 მაისი, 2024 წელი - შენიშვნების ფურცელი.

14 მაისი, 2024 წელი - საბოლოო რედაქტირებული კანონის პროექტის ვარიანტი.

14 მაისი, 2024 წელი - III მოსმენის კენჭისყრის შედეგები.

2024 მაისი: ვენეციის კომისიის დასკვნა

21 მაისი, 2024 წელი - მოსაზრება (დასკვნა) კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, CDL-PI(2024)013, ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია)

"... დასასრულს, ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს (საქართველოს პარლამენტს) კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე".

2023 წელი, თებერვალი-მარტი: კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

22 თებერვალი, 2023 - კანონის ინიციირება პარლამენტში, წერილი.

27 თებერვალი, 2023 წელი - პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება.

27 თებერვალი, 2023 - პარლამენტის ბიურის გადაწყვეტილება 2.

27 თებერვალი, 2023 წელი - იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.

27 თებერვალი, 2023 წელი - საბიუჯეტო ოფისის დასკვნა.

2 მარტი, 2023 წელი - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

სხდომის ოქმი.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/322147

სხდომის ოქმი, პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/330534

პარლამენტის მედია განყოფილება, ბმული - https://parliament.ge/media/news/sagareo-urtiertobata-da-tavdatsvisa-da-ushishroebis-komitetebis-gaertianebul-skhdomaze-parlamentis-tsevrebis-mier-initsirebuli-kanonproektebi-ganikhiles

5 მარტი, 2023 წელი - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/38214

6 მარტი, 2023 წელი - კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ პროექტი.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/322476

6 მარტი, 2023 წელი - განმარტებითი ბარათი.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/322478

6 მარტი, 2023 წელი - ვიზირებული პროექტი პასუხისმგებელი პირის მიერ.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/322472

6 მარტი, 2023 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2 კანონპროექტის განხილვა.

6 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა,

სხდომის ოქმი - პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/327831

7 მარტი, 2023 წელი - თავფურცელი, 1 მოსმენა.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/38208

7 მარტი, 2023 წელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/38216

7 მარტი, 2023 - წერილი პარლამენტის აპარატს.

9 მარტი, 2023 წელი - კანონის უკან გამოთხოვა, წერილი.

პარლამენტის ვებგვერდის ბმული - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/322659

ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე

25 ივლისი, 2023 წელი - ეუთო/ოდირმა, საქართველოს სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე და ნეგატიურად შეაფასა.

ეუთო-ოდირის ვებგვერდის ბმული: https://www.osce.org/odihr/556074

საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდის ბმული:

https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/eutoodirma-samartlebrivi-daskvna-gamoakveqna-ets-utskhoeli-agentebis-kanonproektebze

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ბმული: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/361957

გვერდის ციტირებისას

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2024). კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - დოკუმენტები 2023-2024, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/ https://www.iccn.ge/index.php?article_id=585&clang=0