როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები - გ ა მ ო შ ვ ე ბ ა I
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა I
თბილისი, 2000
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი უკვე მეექვსე წელიწადია, რაც ატარებს ტრენინგებს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების დარგში. 1996 წელს ჩვენმა ცენტრმა წამოიწყო "კონფლიქტების მოგვარების სწავლების პროგრამა საქართველოში", დაფინანსებული ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ. 2000 წლიდან დაიწყო "საგანმანათლებლო პროგრამა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების დარგში", დაფინანსებული ჰოლანდიური ფონდის "კორდეიდი"-ის მიერ. ტრენინგებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხრიდან. ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები, ტრენერები. 1996 - 2001 წლებში ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. ამ წლების განმავლობაში ტრენინგები მრავალმა ადამიანმა გაიარა (2000-ზე მეტმა). მათი უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც უშუალო შეხება აქვს ბოლო წლებში მიმდინარე კონფლიქტებთან საქართველოში (დევნილები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურათა წარმომადგენლები). სტანდარტული ტრენინგი გრძელდება ერთი სამუშაო კვირა, წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო შემდგომში მათგან შეირჩევა ტრენერთა ტრენინგისთვის სპეციალური ჯგუფები, რომელთა წარმატებულ კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები.
პუბლიკაციაში ნახავთ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას: კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში, რა არის კონფლიქტი, რა ხდება კონფლიქტის დროს, კონფლიქტის ესკალაცია და კონფლიქტის დეესკალაცია, კონფლიქტი და ემოციები, სუბიექტური რეალობა, კონფლიქტის წყაროები და ტიპები, ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში, მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, ეფექტიანი მოსმენა, პრობლემაზე ერთობლივი მუშაობა, ფასილიტაცია და სხვ.
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა II
თბილისი, 2000
პუბლიკაციაში ნახავთ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას: მესამე ნეიტრალური მხარე, კონფლიქტების მოგვარების კონტინუუმი, ფასილიტატორის როლი, ფასილიტაციის პროცესის მომზადება, ფასილიტატორის უნარ-ჩვევები, ფასილიტაციის პროცესის სირთულეები, აქტივობის ტიპები ფასილიტაციის პროცესში, ორი ტიპის აზროვნება ფასილიტაციის პროცესში, ჯგუფის დინამიკა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გუნდური მუშაობა და სხვ.
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა III
თბილისი, 2001
პუბლიკაციაში ნახავთ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას: მშვიდობის მშენებლობის საფუძვლები, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები გახლეჩილ საზოგადოებაში, შერიგების ფილოსოფია, მედიაცია და სხვ.
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა IV
თბილისი, 2001
იოჰან გალტუნგის წიგნი კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით (ტრანსცენდის მეთოდი)კონფლიქტის თემას ეხება, და ამავე დროს, დამხმარე სახელმძღვანელოა იმ ადამიანებისათვის, ვინც მუშაობს კონფლიქტის თეორიასა და პრაქტიკაში, ატარებს ტრენინგებს მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის სფეროში.
თეორიული მოდელები - კონფლიქტის მოგვარება, გადაწყვეტა, მართვა; ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების პროცესი; ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების ძიება; მესამე, მიუკერძოებელი მხარის მონაწილეობა და ა.შ. ეს არის პროცესები, რომლთაც უნდა მიგვიყვანონ კონკრეტულ კონსტრუქტიულ შედეგებამდე. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ვხვდებით, რომ ყოველივე ეს აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.
წარმოდგენილია კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო თეორიული მოდელი, პრაქტიკაზე დაფუძნებული და მოქმედი. კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ტრანსცენდენცია და კრეატიულობა: ახალი იდეები, ჯერ არნახული შესაძლებლობების დანახვა და ამოქმედება, სირთულე, რომელშიც დევს რესურსი, გზა, რომელიც ეფუძნება სამყაროში უკვე არსებულსა და ჩვეულს, მაგრამ ამავე დროს ახალ, სულ სხვა განზომილებაში გადავყავართ, პრობლემის გასაღები, რომელიც ყველაზე რთულ წერტილში უნდა ვეძიოთ, შედეგი, რომელიც მოულოდნელია და აღნიშვნის ღირსი.
ამ წიგნის გაცნობა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ახლებურად გავიაზროთ პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.