საგანმანათლებო პროგრამათა სატრენინგო მოდულები - „წიგნი I: კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა“
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) წარმოგიდგენთ რიგით მეორე წიგნს, სერიიდან „კონფლიქტოლოგის ბიბლიოთეკა“, რომელშიც ერთად აქვეყნებს ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამათა ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მოდულებს.
„წიგნი I: კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა“ წარმოგიდგენთ კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებით ჩატარებული ტრენინგების სასწავლო მასალას. ამასთან, ჩვენი ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობის ვრცელი აღწერა შეგიძლიათ, ასევე, პირველ წიგნში მოიძიოთ.
„წიგნი II: გენდერული თანასწორობა, ტოლერანტული გარემო“ მოიცავს გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მართვის სწავლების მიმართულებით განხორციელებული სატრენინგო პროგრამების ძირითად მოდულებს.
"წიგნი III: ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმები ორგანიზაციის მართვა და შიდა კომუნიკაცია"