წერილები ოჯახს 1937-1957 ლუკა ციხისთავი
"წერილები ოჯახს: 1937-1957" - წარმოადგენს დოკუმენტურ მასალას, რომელიც მოიცავს სტალინის გულაგის ლაგერებიდან გამოგზავნილ 59 წერილს, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს.
ლუკა ციხისთავი - სტალინის პოლიტპატიმარი გახლდათ. მან საბჭოთა ციმბირის საპატიმროებსა და გადასახლებაში 20 წელი გაატარა და ოჯახს უკან განახევრებული ადამიანი დაუბრუნდა 20-წლიანი იძულებითი დაშორების შემდეგ.
ამ წერილთა ერთობლიობა ერთიან მძლავრ დოკუმენტურ ბრალდებას წარმოადგენს ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.
წიგნის რედაქტორი: ნინო ციხისთავი-ხუციშვილი.
წიგნის გამომცემელი: გიორგი ხუციშვილი
წიგნი შეადგინეს ლუკა ციხისთავის შვილიშვილებმა: ნანა ციხისთავი, ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, თამარ ციხისთავი.
თბილისი, 2011 წ.
წიგნის პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს სტალისნი რეპრესიებზე, წიგნის მნიშვნელობაზე.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა
(ნინო ციხისთავი-ხუციშვილის პირადი არქივიდან)
წერილები ოჯახს: სიუჟეტი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" არხზე შეგიძლიათ ნახოთ აქ
მეხსიერებისთვის: ლუკა ციხისთავი
სამომავლოდ, დაგეგმილია ლუკა ციხისთავის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური მასალის, მისი ხელნაწერი წიგნების სრულად გამოქვეყნება.