კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის გენდერული და მულტიეთნიკური ასპექტები

საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის გენდერული და მულტიეთნიკური ასპექტები

2010

ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ბევრი იწერება სოციალურ თუ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურაში. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ხანგრძლივმა გამოცდილებამ დაადასტურა ქალების ჩართულობის მნიშვნელობა ეგრეთ წოდებულ მონაწილეობითი განვითარებისთვის.

წინამდებარე კვლევა სწორედ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა ჩართულობის კვლევას ისახავს მიზნად.

კვლევა ჩატარდა 2010 წელს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) მიერ. ICCN-ი 1994 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. ეს კვლევა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და უმცირესობათა და გენდერული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

კვლევის მონაპოვრებს დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის უმცირესობათა და გენდერის მიმართულებით მომავალი სამუშაოსთვის. გარდა ამისა, გვსურს შედეგები გამოყენებული იყოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო სამოქმედო გეგემის შესრულების პროცესშიც. ვთვლით, რომ მონაცემები, რომლებიც კვლევის შედეგად დაიდო, ძალიან საინტერესოა და მათი შემდგომი ანალიზი უფრო მაკფიოს გახდის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დანაკლისებს საქართველოში განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებით დასალხებულ რეგიონებში/მხარეებში. ეს მასალა საინტერესოა უმცირესობათა საკითხების თვალსაზირსითად და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს და ორგანიზაციებს დამატებით ინფორმაციას და საკითხისთვის სხვა კუთხით შეხედვის შესაძლებლობას მისცემს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"