ისტორია
კავკასიის რეგიონში, კონფლიქტების გადაჭრის დამოუკიდებელი ცენტრის დაარსების პროექტი თავდაპირველად შემოთავაზებულ იქნა დოქ. გიორგი ხუციშვილის მიერ 1989 წელს, თუმცა იმ პერიოდში, კონფლიქტების კვლევის ცენტრის, როგორც ახლად დაარსებული ადამიანის უფლებათა და საქართველოს ეთქნიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის გახსნამდე, 1992 წლამდე, მოღვაწეობდა მხოლოდ მეცნიერთა არაფორმალური ჯგუფი. ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ეთნიკურობა და ევროპული უსაფრთხოების საერთაშორისო პროექტში, რომელიც საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ იყო კოორდინირებული ქუინსის უნივერსიტეტში, კინგსტონში. 1993-94 წლებში დოქ. გიორგი ხუციშვილმა მოიპოვა IREX/Carnegie-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების პროგრამის სტიპენდია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში (ამჟამად საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრი) სტენფორდის უნივერსიტეტში.
CISAC-ის სტიპენდია გაგრძელებული იქნა სრულ აკადემიურ წლამდე რისთვისაც დიდი მადლობა პირადი შემოწირულობისათვის ბატონ David Packard-ს ამავე პერიოდში, დოქ. S. Neil Macfarlane-ს ქუინის უნივერსიტეტი, დოქ. David Holloway -ს CISAC-დან და Dr. Raymond Shonholtz-ს დემოკრატიული ცვლილებების პარტნიორებს, რომლებმაც უბიძგეს ბ-ნ ხუციშვილს განაცხადი შეეტანა John D და Catherine T. MacArthur-ის ფონდში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის - კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის - საქართველოში დაარსების თაობაზე. დამფუძნებელი ასამბლეა შეიკრიბა თბილისში, 1994 წლის 8 აგვისტოს, სადაც ანონიმურად (სულ 63 ხელმოწერით) მხარი დაუჭირეს ICCN-ის დაარსებას. დოქ. ხუციშვილს მიენიჭა ICCN-ის დამაარსებლის წოდება. 1994 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ICCN-ი დარეგისტრირდა როგორც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია (მოწმობა#1755).
ICCN-ს საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი, რადგან სტენფორდის უნივერსიტეტის CISAC (სტიპენდია) ICCN-ის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ ემსახურებოდა, პროექტის იმპლემენტაციას. მას შემდეგ ICCN-ი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მოიჯარედ. ICCN-ის მიერ განხორციელებული აქტივობები ვრცელდება კავკასიის რეგიონზე, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა ამავდროულად მონაწილეობს ფართო ქსელში და საერთაშორისო პროექტებში.
ICCN-ი თანადამფუძნებელია საერთაშორისო საზოგადოებებისა და ცენტრების, მაგ.: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი მშვიდობისა და არაძალადობისათვის კავკასიაში; კავკასიელ ქალთა კვლევისა და კონსულტაციის ქსელი (CWN) და სხვა. 1996 წლიდან ICCN-ი დასახელდა საორგანიზაციო კომიტეტად დსთ-ს კონფერენცია იძულებით მიგრაციაზე (ე.წ. CISCONF ან ჟენევის პროცესი ) იყო მისი წევრი, რომლსიც ფინანსდებოდა UNHCR-ის, IOM და OSCE-ს მიერ. 1998 წლიდან ICCN-ი IANSA-ს (საერთაშორისო სამოქმედო ქსელი მცირე შეიარაღების თაობაზე) წევრია, რომელიც გაერთიანებულია ინტერკულტურულ აქტივობებში (ჰოლანდია). 2000 წლიდან აღნიშნული ორგანიზაცია მშვიდობისა და განვითარების გავრცელებისა (Dr mult Johan Galtung, Director) და კონფლიქტებისა და ტრანსფორმაციის ევროპული პლატფორმის წევრია (ჰოლანდია). 2001 წელს, ICCN-ი ასევე გახდა ძალადობის წინააღმდეგ ქართული კოალიციის თანადამფუძნებელი. 2003 წლის თებერვალში, ICCN-ის დირექტორის ინიციატივით შეიქმნა საქართველოში რელიგიური არატოლერანტობის საწინააღმდეგოდ მიმართლი მოძრაობა.
2003 წლის 20 ოქტომბერს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორის ინიციატივით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა დაიწყეს მსჯელობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდასაჭერად ეროვნული კოალიციის შექმნის საჭიროებაზე. მოგვიანებით, თითქმის ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმა და, 2004 წლის ივნისში, შვიდი ქართული ორგანიზაციის მხარდაჭერით ეროვნული კოალიცია, სახელწოდებით „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“, დაფუძნდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიცია - იხილეთ მეტი.
2009-2012 წლებში, ICCN-ის მიერ განხორციელებული აქტივობები მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ: ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების გარდაქმნას თანდათან გახდეს ლიბერალური და არა-ძალადობრივი, რაც მრავალფერობნების პატივისცემას გულისხმობს.
2013-2019 წლებში მრავალი პროგრამა განახორციელა ორგანიზაციამ და დღეისათვის აგრძელებს საქმიანობას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობისმშენებლობის მიმართულებით საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.