კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

21 ნოემბერი, 2024

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (ac1848): ავტორები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.

ა.წ. 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით - "საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელი №1848".

სწორედ საქართველოს პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით დარეგისტრირდა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება (ac1848) საკონსტიტუციო სასამართლოში.