საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს
საქართველოს პრეზიდენტი, მ.ა. სალომე ზურაბიშვილი აპირებს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი არჩევნებზე ფარულობისა და ხმის უფლების საყოველთაობის პრინციპების დარღვევების გამო.
ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თეთრ ფონზე დიდი შავი ლაქა უკვე იქცა გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ საქართველოში.