ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი - 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე
16 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54%-ით არჩევნებში გაიმარჯვა.
ცესკო-ს სხდომამ ხმაურით და ჩხუბით ჩაიარა, მოქალაქეებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართრეს.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.