საქართველოს პრეზიდენტი - არჩევნები არ შედგა, აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები
18 ნოემბერი, 2024 წელი,
საქართველოს პრეზიდენტი,
ათონელის რეზიდენცია, თბილისი, საქართველო
"... არჩევნების შედეგების ჩემი შემაჯამებელი შეფასება არის შემდეგი: უპირველესად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპებით და სტანდარტებით არაერთ კონვენციაში ასახული, გარანტირებული, მთავარი უფლებები - ერთი, ხმის მიცემის ფარულობა და მეორე, ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემური გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო ასევე, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები განხილული ყოფილიყო სამართლიანად და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ.
ამავდროულად, არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, თავად არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს არჩევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და განაგრძობს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგუებლობას. არ აღიარებს ამ არჩევნებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თავს იკავებენ, რომ არჩევნებზე თქვან - ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები, ხაზს უსვამენ პირიქით, დარღვევებსა და განიხილავენ სხვადასხვა ზეწოლის ზომებს.
ამდენად, განაჩენი გამოტანილია - ეს არჩევნები არ შედგა!"
სრულად პრეზიდენტის გამოსვლა, მიმართვა, შეფასება, სამომავლო გეგმები იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე -