გიორგი ხუციშვილის ხსოვნისთვის
გიორგი ხუციშვილის ხსოვნისთვის!
გიორგი ხუციშვილის გარდაცვალების მეთერთმეტე წლისთავზე მის ციტატას გავიხსენებთ, რომელიც, სხვა მის ნაწერებთან ერთად, სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია დღეს ჩვენს ქვეყანაში:
"უპირველეს ყოვლისა, თუკი გვსურს ურთიერთობათა ცივილიზებული ნორმების თანახმად ცხოვრება, უარი უნდა განვაცხადოთ ძალადობის, დომინირების, დამცირებისა და დაცინვის გზით პრობლემათა გადაწყვეტაზე. უფრო მაღალ მატერიებს თავი რომ დავანებოთ, ეს არაპრაქტიკულიც არის, ვინაიდან უფრო რთული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს" - გიორგი ხუციშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. კონფლიქტები და ადამიანები, ჟურნალი "პოლიტიკა", 1991 წ. მარტი-აპრილი, #3-4, გვ. 51.
2013 წლის 4 ოქტომბერს, პროფესორი გიორგი ხუციშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–4 კორპუსში, აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კომისიის სხდომაზე გარდაიცვალა.
დიდი მადლობა გიორგი ხუციშვილის მეგობრებსა და კოლეგებს, კონფლიქტების და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, მისი ხსოვნისთვის!
დიდი მადლობა ყველას, ვისაც სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ეს ხსოვნა წლების მანძილზე გამოატარა!