კანონპროექტთა დოკუმენტები: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (2023) და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (2024)
ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. უცხო აგენტის რუსულ კანონთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება შეიზღუდა პარლამენტის ვებგვერდზე.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრი, ტრადიციულად, საარქივო საქმიანობით ეხმიანება საზოგადოების მაღალ ინტერესს და გთავაზობთ კანონპროექტებთან - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (2023) და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (2024) დაკავშირებულ ყველა ისტორიულ დოკუმენტს.
დოკუმენტთა დიდი ნაწილი ჩამოტვირთულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან: www.parliament.ge
ჩამოტვირთულ დოკუმენტთა მოძიება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო 2024 წლის აპრილის პირველ დღეებში.