კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ეუთო/ოდირი - სასწრაფო მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე

30 მაისი, 2024 წელი,

ვარშავა.

ეს გადაუდებელი მოსაზრება მომზადდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე.

„საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს, განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHIR).

კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიასაშუალებებს განსაზღვრავს, როგორც „ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს“ მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს, განაცხადა ODIHR-მა დღეს ახლად გამოქვეყნებულ სამართლებრივ დოკუმენტში.

ODIHR-ის ანალიზი, ასევე, ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავენ, უზრუნველყონ, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირებულნი არიან, ის არ ასახელებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას, როგორც უცხოურ წარმომადგენლებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან.

ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და მიიღოს ზომები კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება იყოს ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონები, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რიგი ვალდებულებებისა, რომლებიც შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ეს ვალდებულებები არ უნდა იყოს კონკრეტულად მიმართული მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა ივარაუდონ, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, წარმოადგენს უცხო ძალების ინტერესებს.

ODIHR კვლავ მზადაა, გაუწიოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად, კონკრეტული შეშფოთების საპასუხოდ".

კატია ანდრუსი

პრესსპიკერი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR)

(არაოფიციალური თარგმანი)