ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს
19 იანვარი, 2010
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს:
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებული არჩევნები საქართველოს შიგნით და მის გარეთ კიდევ ერთ ტესტად აღიქმება იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის წარსადგენ კომიისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით შეარჩევდა, პოზიტიურად შეფასდა, მაგრამ იმ 27 ორგანიზაციას, რომლებმაც საერთო კანდიდატი შემოგთავაზეთ, თქვენს მიერ საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გვაქვს, კერძოდ:
- რატომ გადაწყვიტეთ შეგერჩიათ ის კანდიდატები, რომლებიც თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყვნენ დასახელებულები და გამოგერიცხათ კანდიდატი, რომელსაც 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი? შეგახსენებთ, რომ ამ 27 არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის არიან ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესის სამართლიანობის ხელშეწყობაა.
- თქვენმა პრეს-სპიკერმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული კანდიდატების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, მაგრამ ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება, თუ რა მხრივ იყო არასაკმარისი ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატს განათლება და საარჩევნო გამოცდილება, განსაკუთრებით, არჩევნებთან მიმართებაში და თქვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედარებით.
- რატომ შეარჩიეთ ერთ-ერთ კანდიდატად ბატონი ლევან თარხნიშვილი, რომლის გადაყენებაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, როცა 2009 წლის 20 ივლისის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ფართო შეთანხმების საფუძველზე შეირჩეოდა?
გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრებები ამ კითხვებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამ საკითხების გარკვევა დადებითად იმოქმედებს მომავალი არჩევნების მიმართ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მრავალეროვანი საქართველო
27 ორგანიზაცია:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო",
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,
საერთოსამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო",
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი,
კავშირი "21-ე საუკუნე",
ადამიანის უფლებათა ცენტრი,
კავკასიის ქალთა ქსელი,
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი,
კანონი ხალხისათვის,
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი,
დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ქსელი,
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,
ადამიანის უფლებების პრიორიტეტი,
ჰელსინკის ჯგუფის საქართველოს ასოციაცია,
ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი",
დემოკრატიის ინსტიტუტი,
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი",
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი,
რეაბილიტაციის ცენტრი,
განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი "პროგრესი",
საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი,
ჟურნალისტები თავისუფლებისათვის,
რეგიონალური განვითარებისა და ინიციატივების ცენტრი,
ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია,
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი "ბორჯღალო".
###
International Society for Fair Elections and Democracy [1] Georgian Young Lawyers’ Association [2] Open Society ‐ Georgia Foundation [3] Transparency International Georgia [4] Multinational Georgia International Foundation of Election Systems [5] 21 Century [6] Human Rights Center [7] Caucasus Women’s Network International Center of Geopolitical Research Law for People [8] International Center of Conflict and Negotiation [9] Network Against Discrimination and Intolerance Constitutional Rights Protection Center [10] >Human Rights Priority Helsinki Group Georgia Association Multiethnic Resource Center of Civic Education Development Institute of Democracy [11] Young Scientists Union Intellect [12] Free Journalists’ House Rehabilitation Center Union in Support of Development and Cooperation Progress Georgian Institute of Democratic and Economic Development Journalists for Freedom Regional Development and Initiatives Center Young Journalists’ Association Civil Society Development Union Borjghali