კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი

25 ივნისი, 2006 წ.
შერატონ მეტეხი პალასი, თბილისი, საქართველო

***
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი - სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 303-მა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმარმა:

მათ შორის თბილისიდან 131 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, საქართველოს რეგიონებიდან 123 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, 28 ჟურნალისტი დელეგატი.

პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 41 წარმომადგენელი კონგრესს ესწრებოდა სტუმრის სტატუსით.