მომავლის სამიტის მოსამზადებელი პროცესი
2024 წლის 26 იანვარს გამოცხადდა მომავლის სამიტის მოსამზადებელი პროცესი - პაქტის ნულოვანი პროექტის წარდგენა ძირითადი ჯგუფების, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. აღნიშნული გამოცხადება დაეყრდნო 2023 წლის 13 დეკემბერს გამართული ვირტუალური კონსულტაციის შედეგებს.
ღია და გამჭვირვალე მოსამზადებელი პროცესის შესანარჩუნებლად, თანა-ფასილიტატორები იწვევენ ძირითად ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (MGoS) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვირტუალურ კონსულტაციაზე 2024 წლის 21 თებერვალს, დილის 10 საათიდან 13 საათამდე. ამ კონსულტაციის მიზანია MGoS-ისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეს შესაძლებლობა, გაუზიარონ თავიანთი გამოხმაურება მომავლის პაქტის ნულოვან პროექტზე.
კონსულტაციის გარდა, თანა-ფასილიტატორები ასევე იწვევენ ძირითად ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (MGoS) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, 12 თებერვლამდე წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები მომავლის პაქტის ნულოვანი პროექტის შესახებ.
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ.
მეტი ინფორმაცია მომავლის სამიტის შესახებ (2024 წლის სექტემბერი) - შეგიძლიათ იხილოთ აქ.