სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისათვის - სამუშაო შეხვედრა
სამოქალაქო პლატფორმამ მშვიდობისათვის სამუშაო შეხვედრა 2024 წლის 31 იანვარს გამართა. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო პლატფორმის წევრთა უმრავლესობამ. შეხვედრის მიზანი იყო, პლატფორმის წევრებს განეხილათ სამუშაო ჯგუფების საქმიანობათა ფორმატი და განესაზღვრათ სამუშაო ჯგუფებში საქმიანობის პირველ შედეგთა წარდგენის ვადები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ პლატფორმის სამდივნოს წევრები: ბ-ნი ზურაბ ბენდიანიშვილი და ქ-ნი მარინა ფაღავა.
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისათვის - აერთიანებს 35 ორგანიზაციასა და სფეროს ექსპერტს. პლატფორმაში შექმნილია 10 სამუშაო ჯგუფი. პლატფორმამ თავისი სადამფუძნებლო საქმიანობა 2023 წელს დაიწყო და წლის ბოლოს, 2023 წლის 12 დეკემბერს, საჯაროდ გამოაქვეყნა დეკლარაცია სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისათვის - დაფუძნების შესახებ. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ აღინიშნა პლატფორმის მიზანი: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და გავლენის გაზრდა.