კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აზერბაიჯანელი და სომეხი მშვიდობისმშენებლების ვებინარი

9 ოქტომბერს, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) სამხრეთ კავკასიის 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა ვებინარი აზერბაიჯანელი და სომეხი სამშვიდობო მუშაკებისთვის GPPAC რეგიონული ქსელიდან, მდგრადი სამშვიდობო ქსელების აშენებისა და შენარჩუნების შესახებ.

ვებინარში განხილული იყო სამშვიდობო ქსელების ფუნქციონირება კრიზისის დროს და მიმოიხილეს დაბრკოლებათა დაძლევის მეთოდები ქსელური მუშაობის დროს. მონაწილეებმა განიხილეს GPPAC-ის რეგიონული ქსელის მიმდინარე გამოწვევები და დაასკვნეს, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების ფონზე, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ქსელს ახალი სამუშაო ფორმების მოძიება სჭირდება. ქსელმა უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვროს თავისი მიზნები, ამოცანები და შესაძლებლობები და მოძებნოს საკუთარი უნიკალური ხაზი. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, დღესდღეობით ქსელი განიცდის იდეოლოგიურ ვაკუუმს და ქსელი ხშირად არ რეაგირებს მოვლენებზე. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები უფრო ხშირად უნდა გაიმართოს იდეებისა და შეხედულებების გაცვლის მიზნით, რისთვისაც აუცილებელი ახალი ხედვები ყარაბაღის ვითარებაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის და მრავალგანზომილებიანი მიდგომა.

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!