კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ტრენინგ-სემინარი სკოლის მოსწავლეებს თბილისში

26 აპრილს GPPAC სამხრეთ კავკასიის პროგრამის ფარგლებში, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, 133-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის ჩაატარა ტრენინგ-სემინარი, რომელიც ეხებოდა კონფლიქტების პრევენციასა და მენეჯმენტს. კონკრეტულად, ინტერაქტიულ რეჟიმში განხილულ იქნა თემები: კონფლიქტები, მათი ტიპები და შემადგენელი ელემენტები, კონფლიქტის დინამიკა, ესკალაცია - დეესკალაცია. გამოყენებული იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები, თვალსაჩინო ვიდეო ფილმები, ასევე კომიქსები - „ესკალაციის 9 საფეხური“. ტრენინგ სემინარს ესწრებოდა 23 მონაწილე.
მონაწილეთა უკუკავშირი:
1/ „სემინარი საკმაოდ საინტერესო იყო. საკმაოდ ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე და ალბათ დრო დამჭირდება მისი აბსორბირებისათვის“.
2/ „გავიგე, როგორ შეიძლება უკონტროლო ემოციებმა გამოიწვიონ კონფლიქტი და როგორ უნდა მათი მართვა“.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"