ტრენინგ-სემინარი სკოლის მოსწავლეებს რუსთავში
30 აპრილს, GPPAC სამხრეთ კავკასიის პროგრამის ფარგლებში, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავში ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა “მილენიუმის” 15 მოსწავლემ. ტრენერად მოწვეული იყო მედიაციის სერტიფიცირებული ტრენერი ქეთევან ვასაძე. ტრენინგ-სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: კონფლიქტები, მათი ტიპები, შემადგენელი ელემენტები, კონფლიქტის დინამიკა: ესკალაციის 9 საფეხური, დეესკალაცია. ტრენინგზე გამოყენებულ იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები, კონფლიქტის თემაზე თვალსაჩინო ვიდეო მასალის ჩვენება, განხილვა, კომიქსები. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტებისა და მათი დაძლევის შესახებ ახალი, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. განსაკუთრებით აღინიშნა ტრენინგ-სემინარის კარგი ვიზუალიზაცია.