GPPAP-ის კავკასიის რეგიონული სამდივნოს არჩევნები
2022 წლის 27 ოქტომბერს კავკასიის GPPAC-ის რეგიონულმა ქსელმა ჩაატარა შეხვედრა GPPAC-ის რეგიონული სამდივნოს ასარჩევად, მოქმედი რეგიონული სამდივნოს - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ვადის ამოწურვის გამო.
შეხვედრის დღის წესრიგში იყო:
• GPPAC-ის რეგიონული სამდივნოს ICCN-ის 2019-2022 წლებში მუშაობისა და საქმიანობის მიმოხილვა;
• GPPAC-ის ქსელის წევრების ხმის მიცემა ორ ახალ საწევრო აპლიკაციაზე;
• GPPAC-ის ახალი რეგიონული სამდივნოს არჩევა.
ქსელის გადაწყვეტილებები დღის წესრიგის საკითხებზე:
• ICCN-ის საქმიანობის შესრულების მხარდაჭერა დამტკიცდა ერთხმად;
• ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი GPPAC-ის რეგიონულ ქსელში ორი განმცხადებლის მიღებას: თავისუფალი მოქალაქეები (საქართველო) და ქალთა დღის წესრიგი (სომხეთი);
• ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) არჩევას GPPAC-ის რეგიონულ სამდივნოდ კავკასიაში შემდეგი 3 (სამი) წლის ვადით 2023-2025 წწ.
საკითხზე - GPPAC-ის რეგიონული კოორდინატორის არჩევა, გამომსვლელებმა ისაუბრეს:
ნატალია მარტიროსიანი (ერევანი), არზუ აბდულაევა (ბაქო), ედგარ ხაჩატრიანი (ერევანი), იულია ხარაშვილი (თბილისი), მარინა ფოჩხუა (თბილისი), ირინა იანოვსკაია (ცხინვალ(ი)), ზარინა სანაკოევა (ცხინვალ(ი)), იზიდა ჭანია (სოხუმ(ი)). ზარდუშტ ალი-ზადე (ბაქო), საჯიდა აბდულვაგაბოვა (ბაქო), ნინა ციხისთავი-ხუციშვილი (თბილისი), ვაზგენ კარაპეტიანი (ერევანი), ზაალ ანჯაფარიძე (თბილისი).
ხმის მიცემა: „მომხრე“ -12 - ხმა; „წინააღმდეგი“ - 0 - ხმა; "თავი შეიკავა" - 2 - ხმა.