კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

რუსეთის მონაწილეობა საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებებსა და პირველი არხის მოლაპარაკებებში

ნინო ციხისთავი-ხუციშვილი

აბსტრაქტი. წინამდებარე სტატიაში მოცემულია 1990-2008 წლებში დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებსა და პირველი არხის (ოფიციალურ) მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობის, გავლენისა და როლის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი. ნაშრომში შემოთავაზებულია სამშვიდობო ხელშეკრულებების შესწავლაშეფასების თანამედროვე მეცნიერული მიდგომები და ჩამოყალიბებულია მსჯელობა, როგორ უნდა შევაფასოთ სამშვიდობო ხელშეკრულებათა მასივი, რომელიც შემუშავდა საქართველოს სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. კვლევაში გაანალიზებულია რუსეთის მონაწილეობა, როლი და ადგილი როგორც საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესში, ისე მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებში. რუსეთის მონაწილეობა შეფასდა, როგორც მრავალროლური და მრავალფუნქციური დომინანტა და ასიმეტრიული ძალაუფლება, რომელმაც შეზღუდა და შეაფერხა საქართველოს სამშვიდობო პროცესები და კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები; გააძლიერა რუსეთის ბერკეტები რეგიონულ და საერთაშორისო არენაზე. ნაშრომი ღირებულია დარგის სპეციალისტებისა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთათვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ
დაკავშირებულია საქართველოს სამშვიდობო პროცესთან.

საკვანძო სიტყვები: სამშვიდობო პროცესი, კონფლიქტების მოგვარება, სამშვიდობო მოლაპარაკებები, სამშვიდობო ხელშეკრულებები, მედიატორი.

გამოქვეყნებულია: ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, შრომები, XXI

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"