საერთაშორისო ექსპერტთა დიალოგი ასტანაში
კონფლიქტების და მოლაპარეკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის (GPPAC) კოორდინატორმა ზაალ ანჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტთა დიალოგში: „ახალი მსოფლიო წესრიგის გამოწვევების პარადიგმა, უსაფრთხოების პერსპექტივები და ცვლილებების დრო“. ღონისძიება ა.წ. 16-17 მარტს ქალაქ ნურ-სულთანში (ასტანა) გაიმართა. დიალოგის ორგანიზატორი იყო გეოპოლიტიკური პროგნოზის საერთაშორისო ცენტრი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ და ნურ-სულთანის პოლიტიკური კვლევების ასოციაცია. ბ-ნმა ანჯაფარიძემ წარმოადგინა თემა კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტების შესახებ, როგორც ICCN-ის, ისე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.