კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქალი მედიატორების როლის გასაძლიერებლად

2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში კონფლიქტების და მოლაპარეკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, პარტნიორი ორგანიზაცია GPPAC-ის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში შეხვედრების სერია ჩაატარა თემაზე: „ქალების, როგორც მედიატორების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონებში მშვიდობის მშენებლობისთვის“.

შეხვედრები ჩატარდა გორში და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეხვედრებს დაესწრო 83 ქალი, მათ შრის, ადგილობრივი საკრებულოს წევრები, პედაგოგები და თემის/სოფლის აქტიური ქალები.

გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი ინტერესი ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართ. ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო მედიაციის საჭიროების, და მით უფრო, ქალი მედიატორების როლის გაზრდის მიმართ.

შეხვედრები ემსახურებოდა მედიაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ორგანიზაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам