კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქალთა მეტი ჩართულობა ნდობის აღდგენის პროცესში

ა.წ. 30 ნოემბერს, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობისა (GPPAC) და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) პროექტის ფარგლებში "ქალთა მეტი ჩართულობა ადმინისტრაციული სასაზღვრო (გამყოფი) ხაზის (ABL) გასწვრივ ნდობის აღდგენის პროცესში" კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მაღალი თანამდებობის პირებს ადამიანის უსაფრთხოების რუკის შედგენის დროს გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის. აღნიშნული პრობლემები გამოვლინდა ადმინისტრაციული სასაზღვრო (გამყოფი) ხაზის (ABL) მიმდებარე 9 სოფელში ჩატარებული კვლევისას. სამინისტრომ გაიზიარა დასკვნებისა და შეთავაზებულ რეკომენდაციათა უმეტესობა პრობლემების გადასაჭრელად.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам