შემოწირულობა
ჩვენო ახლობელო და ძვირფასო ადამიანებო, ჩვენო გულშემატკივრებო,
2021 წელი მონუმენტური წელია ჩვენი ორგანიზაციისათვის - ჩვენი 27 წლის იუბილეზე გადავწყვიტეთ, მოგმართოთ, გამოგვიგზავნოთ მხარდამჭერი შემოწირულობა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ისტორიული ციფრული არქივის საქმიანობა, რომლითაც უფასოა სარგებლობა.
მომდევნო 27 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით. ჩვენ შეიძლება ჯერ ვერ მივაღწიეთ შეიარაღებული კონფლიქტების, მშვიდობისმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებულ ყველა ისტორიულ დოკუმენტზე წვდომას, მაგრამ მაინც შეგვიძლია ეს. მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია კიდევ შევაგროვოთ და შევინარჩუნოთ დოკუმენტები, რომელთაც უკვე დღეს ვერცერთ სხვა ორგანიზაციაში, ასე თავმოყრილს ვერ ნახავთ. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს საარქივო პლატფორმები, რომლებიც განპირობებულია ალტრუიზმით და არა სარეკლამო მოდელებით. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სამყარო მრავალი გამარჯვებულით, სადაც ადამიანები მონაწილეობენ, სწავლობენ და პოულობენ ახალ თემებს მშვიდობის საშენებლად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ავაშენოთ ეს მომავალი ერთად!
თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ელექტრონული საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, ყოფილიყო არაკომერციული, რადგან ის ხალხისთვის მუშაობდა. მისი მოტივები გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო; იგი დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომაც ჩვენ არ ვახდევინებთ მომხმარებელს თანხას წვდომისათვის, არ ვყიდით მონაცემებს ან ვათავსებთ რეკლამებს - ვთავაზობთ უფასო რესურსებს მოქალაქეებს ყველგან.
ჩვენ ვენდობით თქვენნაირი პირების სიკეთეს, რომ გაიღებენ მცირედ შემოწირულობას და ერთად შევძლებთ, დავფაროთ ხარჯები სერვერების, პერსონალისა თუ კონსერვაციის მომავალ პროექტებში.
თუ ყველა, ვინც იყენებს ჩვენს ვებგვერდს, შემოიტანს მცირედს, ჩვენ შეგვეძლება გავაგრძელოთ ამ სერვისების შეთავაზება უფასოდ და ურეკლამოდ მომავალ წლებში. თუ თქვენთვის ჩვენი საიტი სასარგებლოა, გთხოვთ, შემოგვწიროთ მცირედი!
მადლობა, რომ მხარი დაგვიჭირეთ!
ჩვენი ვებგვერდი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ემსახურება. ხშირად ვღებულობთ წერილებს, რომელშიც მადლიერებას გამოხატავენ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შექმნილ შესაძლებლობაზე, ხელმისაწვდომი იყოს მრავალი უნიკალური ავთენტური დოკუმენტური მასალა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის, უკრაინისა და მოლდოვას შეიარაღებული კონფლიქტების, ომის, მშვიდობის, ტოლერანტობის, მოლაპარაკებებისა და მხარეთა თანამშრომლობის შესახებ ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე.
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება თქვენი ფინანსური მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ციფრული დოკუმენტური, კულტურული და ისტორიული ნიმუშების შეგროვება, შენარჩუნება და გაზიარება.
მთელს მსოფლიოში ჩვენი მკითხველი ყოველდღიურად ათვალიერებს: 200-ზე მეტ წიგნს, 500-ზე მეტ ისტორიულ დოკუმენტს, ტექსტებს, კვლევების შედეგებს, ფოტო და აუდიო მასალას, მომხმარებელი იტვირთავს 1000-ზე მეტ ფაილს დღიურად, ხელმისაწვდომს ხდის 100-ზე მეტ სასარგებლო ბმულს თემისთვის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციათა ვებგვერდებზე.
განსაკუთრებული მადლობის წერილებს ვღებულობთ ახალგაზრდა მეცნიერებისგან, სტუდენტებისგან, საერთაშორისო და სამთავრობათშორისი ორგანიზაციებისა და მისიებისგან - რომლებსაც სამუშაო ინსტრუმენტებად სჭირდებათ ჩვენი უნიკალური არქივი, თავმოყრილი ისტორიული ციფრული ავთენტური დოკუმენტაცია.
ICCN-ს, დღიდან მისი დაარსებისა, არასოდეს მიუღია რაიმე სახის (მატერიალური, ფინანსური თუ სხვა) დახმარება საქართველოს და/ან რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლებებისაგან, პოლიტიკური პარტიებისაგნ - ეს მიდგომა ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკაა და გვეხმარება, შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური სტატუსი და ნდობა ჩვენი საქმიანობის განხორციელებისას.
შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია, თქვენი სურვილის შემთხვევაში, განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. შემომწირველთა სურვილს შემთხვევაში, მათი ვინაობა კონფიდენციალური იქნება.
შემოწირულობასთან ან ნებისმიერი სხვა სახით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე:
ninatsikhistavi@iccn.ge (ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, დირექტორი). შემოწირულობის მიღებას ჩვენ სიამოვნებით დაგიდასტურებთ წერილობით.
***
დიდი მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საქმიანობას თქვენი შემოწირულობით!
***
თანხის ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:
გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას, დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი" (0103. თბილისი. ქ. წამებულის გამზ.1)
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: მ/ა ააიპ "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE79BS0000000069736115
შუალედური ბანკი:
აშშ დოლარის ჩარიცხვის შემთხვევაში:
DEUTSCHE BANK TRUST CO. AMERICAS NEW YORK, USA
SWIFT: BKTRUS33
ევროს ჩარიცხვის შემთხვევაში:
DEUTSCHE BANK AG, FRANKFURT, GERMANY
SWIFT: DEUTDEFF
COMMERZBANK AG, FRANKFURT, GERMANY
SWIFT: COBADEFF
***