დისკუსია: ახალგაზრდა თაობის როლი კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მოგვარებაში
6 ივნისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გამართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალი სათემო აქტივისტები და ახალგაზრდა სათემო აქტივისტები.
შეხვედრის მიზანი იყო აზრთა გაცვლა ახალგაზრდა თაობის როლზე კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მოგვარებაში. დისკუსიაში მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტების ისტორიის კვლევის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხები, ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბსა და კონფლიქტის ზონიდან ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარება.
მონაწილეები შეთანხმდნენ თემებზე, რომლებზედაც გაგრძელდება თანამშრომლობა.