კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადება - რას წერენ ჩვენზე

ინტერპრესნიუსი

07.07.2014

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლ ევითი ცენტრი მოძრაობა "დაბრუნების" განცხადებას განცხადებით ეხმაურება.

"დაბრუნებამ" მთავარ პროკურატურას მოუწოდა შეისწავლოს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საქმიანობა და მოახდინოს სამართლებრივი შეფასება.

"მოძრაობა "დაბრუნება" მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობის დაკვალიფიცირება.

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მოუწოდებს მოძრაობა "დაბრუნებას" და მის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ საჯაროდ წარმოადგინოს ყველა შესაბამისი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ორგანიზაციას ადანაშაულებს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

ასეთის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია მოითხოვს მოძრაობა "დაბრუნებისგან" იმავე მედია საშუალებებით ბათილად გამოაცხადოს საკუთარი განცხადება და ბოდიში მოიხადოს ცილისწამებისა და დისკრედიტაციისათვის.

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი წელს აღნიშნავს თავისი საქმიანობის 20 წლისთავს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული სამშვიდობო და უფლებადაცვითი საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ღირსების შემლახავი, საქმიანობის შემაბრკოლებელი, შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას კანონით დადგენილი ყველა შესაძლო საშუალებით", - აღნიშნულია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადებაში.

ცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე, ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა განისაზღვრება გამგეობის თავმჯდომარით (ნინო ციხისთავი–ხუციშვილი) და აღმასრულებელი დირექტორით (მაია კაციტაძე).

"ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს მის მზაობას, ისე, როგორც გასული 20 წლის მანძილზე, დღესაც, და მომავალშიც, ყოველთვის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველოში აზრის, გამოხატვის თავისუფლების გამო არავინ გაბედოს რადიკალური ქმედება და ან მისი წახალისება.

იხილეთ მეტი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"