კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სამცხე ჯავახეთში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის ფარგლებში ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი" გაიხსნება

საინფორმაციო სააგენტო „ჯიეიჩენი“ (GHN)

25 ნოემბერი 2014.

სამცხე ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის -„ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის", ფარგლებში ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი" გაიხსნება.
„ქალთა ოთახი"-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და აგრეთვე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. „ქალთა ოთახის" მთავარი ფუნქციაა მუნიციპალიტეტში მისული ქალის დახმარება და მისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის შესახებ. დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, სასურველი ინფორმაცია მიიღოს ქალთა ოთახში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. ოთახში ასევე მოწყობილია ბავშვთა კუთხე, რომელიც ქალს ხელს უწყობს, საჭირო ინფორმაციის მიღების პარალელურად უზრუნველყოს ბავშვის გართობაც. ამასთანავე, ქალთა ოთახი საშუალებას აძლევს, სხვადასხვა არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ არსებული სივრცე შეხვედრების მოსაწყობად, რაც თავის მხრივ, ქმნის დამატებით სარგებელს ქალთა ოთახის ვიზიტორებისთვის ინფორმაციისა და სხვადასხვა იდეების გაზიარების კუთხით" - აღნიშნავს ლალი ყიფშიძე, პროგრამის დირექტორი.
„ქალთა ოთახის" გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან USAID პროგრამის წარმომადგენლები, აგრეთვე, არასამთვრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,ფონდები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

იხილეთ მეტი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"