სემინარი: ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი და რუკის შედგენა
ა.წ. 23 აპრილს, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სათემო აქტივისტი ქალებისათვის უმასპინძლა სემინარი: „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი და რუკის შედგენა.“ ღონისძიება განხორციელდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერილი პროექტის: ქალთა გაზრდილი ჩართულობა მონაწილეობით სამშვიდობო მედიაციაში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“ ფარგლებში. სემინარის მონაწილე სათემო აქტივისტმა ქალებმა სოფლებიდან: ზარდიანთკარი, ნიქოზი, ერგნეთი და კოშკა, განიხილეს მათ მიერვე ადგილებზე ერთთვიანი მონიტორინგის შედეგად შედგენილი ადამიანის უსაფრთხოების რუკები, რომელთა ნიმუშებიც ადრე დაურიგდათ.
სემინარზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ადამიანის უსაფრთხოების თავისებურებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის მეთოდები სათემო დონეზე, ინდიკატორებზე დაფუძნებული ადამიანის უსაფრთხოების რუკის შედგენა, ადამიანის უსაფრთხოების ადვოკატირება, ასევე კონფლიქტის ანალიზის ინსტრუმენტები კონფლიქტის პრევენციისთვის.