კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ორმა ბოლნისელმა ახალგაზრდამ გაიმარჯვა პროექტში - რას წერენ ჩვენზე

15 მარტი, 2015 წელი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ოფიციალური ვებგვერდი

ელენე სუბელიანი და კობა ჯიგანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ის მოსწავლეები არიან, ვინც კონფლიქტებისა და მოლაპარაკების კვლევის ცენტრისა და Mersy corpsi-ის პროექტში გაიმარჯვეს. ბოლნისის №1 და დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი ორ სხვადასხვა თემაზე დაწერეს და გრანტი მოიპოვეს. კონკურსი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლებისთვის იყო გამოცხადებული, სადაც რამდენიმე მოსწავლემ წარადგინა საკუთარი იდეა, მათ შორის ორი საუკეთესო აირჩა და ისინი სკოლაში განახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს. გამარჯვებული მოსწავლეები განათლების, კარიერის და შესაძლებლობების განვითარების ფონდის მენეჯერმა წიგნებით დაასაჩუქრა. დაბა თამარისში პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამუსიკო გუნდი, ხოლო პირველ საჯარო სკოლაში დაქირავებული ტრენერის მიერ ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

იხილეთ მეტი:

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"