კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

”სტამბოლის პროცესი”

თებერვალი 09, 2011

ნინო გელაშვილი

რადიო თავისუფლება

"9 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა პროექტზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღესაც გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე ორ წელიწადზე მეტია სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან პოლიტოლოგები საქართველოდან და რუსეთიდან. ამ შეხვედრებს ”სტამბოლის პროცესი” ეწოდა. 8 თებერვალს თბილისში პროექტში მონაწილეთა ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნს ჰქვია - ”რუსეთი და საქართველო - კრიზისიდან გამოსვლის გზები”. პროექტის მხარდამჭერია ”შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური ქსელი”.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"