კორონავირუსის ზეგავლენა სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების პრევენციაზე სამხრეთ კავკასიაში: 5 კითხვა
2020 წელს, COVID-19 პანდემიის ფონზე, GPPAC-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა კავკასიაში, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, ქსელის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ვიდეო ბლოგები შექმნა.
წინამდებარე ვიდეო ბლოგები სამხრეთ კავკასიაში მომუშავე მშვიდობისმშენებელთა (ჟურნალისტები, აქტივისტები, ქალი ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები) მონაწილეობით წარმოგიდგენთ მოსაზრებებს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსმა სამშვიდობო პროცესებზე და კონფლიქტების პრევენციაზე რეგიონში. პროექტი განხორციელდა GPPAC სამხრეთ კავკასიის 2020 წლის პროგრამის ფარგლებში.