მესამე სექტორის როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში - რას წერენ ჩვენზე
8 ნოემბერი, 2018 წელი
პირველი არხი
სტატიის ავტორი ზვიად ავალიანი.
...
ნაწყვეტი სტატიიდან:
"ასე, მაგალითდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ICCN-მა GPPAC მხარდაჭერით მოახდინა საკმაოდ გაბედული პროგრამის ინიცირება კონფლიქტის პრევენციისა და ნდობის აღდგნის ხელშეწყობის მიზნით სახელწოდებით „სტამბოლის პროცესი“. სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან რომ ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტეული წრეების წარმომადგენელთა შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე – სტამბულში იმართებოდა. ეს პროგრამა, რომლის მიზანიც არის ქართულ დ რუსულ საზოგდოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, დღემდე გრძელდება და ემსახურება ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე საექსპერტო დისკუსიის პლატფორმის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ დისკუსია განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშრებით, რომელშიც აფხაზი ენერგეტიკოსებიც მონაწილეობდნენ და რომლის შედეგადაც აფხაზურმა მხარემ გაიზიარა ქართული გამოცდილება ენერგომოხმარების აღრიცხვში.
ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებშიც კი არსებობს კომუნიკაციისა და დიალოგის რესურსი. ამ რესურსის გამოყენება ერთ მხრივ ეხმარება კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარი აქტივობა შეიძლება გახდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პოზიციათა შეჯერებისა და შესაბამისად, ოფიციალური კომუნიკაციის ეფექტიანი წინაპირობა.
…დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ რეალური და პოზიტიური როლის შესრულება კონფლიქტრ სიტუაციებში, თუმცა ამ შესაძლებლობებს თან ახლავს ასევე სპეციფიკური პრობლემები და გამოწვევები."