კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს წევრობა და მონაწილეობა 1990-2025

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს წევრობასა და მონაწილეობასთან საერთაშორისო და მთავრობათაშორის ორგანიზაციებში.

----------

-------------

ევროპის კავშირი (EU)

2023 წელი, 14 დეკემბერი - ევროპის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

2023 წელი, 8 ნოემბერი - ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭოს ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ ძირითად მიგნებებთან ერთად და გამოსცა 2023 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რომელიც ასახავს 9 ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.

2022 წელი, 3 მარტი - საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა.

2014 წელი, 27 ივნისი - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ხელმოწერილია. შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“.

-------------

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)

2000 წელი, 14 ივნისი - საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.

1996 წელი, 3 ივლისი - საქართველოს მიმართვა მსო წევრობაზე.

-------------------------------

ევროპის საბჭო (CoE)

1999 წელი, 27 აპრილი - საქართველო ევროპის საბჭოს (CoE) წევრი სახელმწიფო გახდა.

1996 წელი, 14 ივლისი - საქართველომ ევროპის საბჭოს გაწევრიანების სურვილით მიმართა.

1993 წელი, 4 მარტი - საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სპეციალური სტუმრის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა.

------------

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია, სუამი (GUAM)

1997 წელი, 10 ოქტომბერი - სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ოთხი ქვეყნის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა დასახელებისგან შემდგარი ქარაგმაა.

---------------------------------

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო (OSCE)

1992 წელი, 13 დეკემბერი - ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) (CSCE) სადამკვირვებლო მისიის მანდატის დემტკიცება, მოლაპარაკებათა ხელშეწყობა მხარეებს შორის შეიარაღებული კნფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

---------------------------------------------

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)

1992 წელი, 25 ივნისი - შავი ზღვის აუზის 11 ქვეყნის: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა (სერბეთი შეუერთდა 2004 წლიდან) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა, ბოსფორის განცხადების მიღებითა და სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერით საფუძველი ჩაუყარეს შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობას (BSEC).

-----------

ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (NACC)

1992 წლის 5 ივნისი - საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი.

შეხვედრა ოსლოში, საქართველოს გაწევრიანების მისასალმებელი განცხადება.

გაერითიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (UNO)

1992 წელი, 31 ივლისი - გაერო-ს გენერალური ასამბლეა, 88-ე პლენარული შეხვედრის რეზოლუცია. საქართველო გაერო-ს წევრად მიიღეს.

1992 წელი, 6 ივლისი - გაერო-ს უშიშროების საბჭო, რეზოლუცია # 763, საქართველოს წევრობას უჭერს მხარს და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას აწვდის რეკომენდაციას, მიიღოს საქართველო გაერო-ს წევრად.

1992 წლის 2 ივლისი - ანგარიში საქართველოს რესპუბლიკის გაერო-ში წევრად მიღების თაობაზე, გაერო-ში ახალი წევრის მიღების გაერო-ს კომიტეტი.

1992 წლის 6 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნისადმი, საქართველოს განცხადება გაერო-ში გაწევრიანების თაობაზე.

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივებისა და კონცეფციების არქივი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/ https://iccn.ge/index.php?article_id=386&clang=0

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"