კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

კონფლიქტების მოგვარების უნიკალური არქივი - რას წერენ ჩვენზე

კონფლიქტების მოგვარების უნიკალური არქივი

რეზონანსი
12.06.2020

თუ კონფლიქტის მოგვარება ან ტრანსფორმაცია გსურს, აუცილებლად უნდა იცოდე კონფლიქტის ისტორია, საიდან მოდის მისი ფესვები... (იხილეთ სრულად).

"...

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (www.iccn.ge), დღიდან მისი დაფუძნებისა მუშაობს კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. გასული 25 წლის მანძილზე, ორგანიზაციის არქივში შეგროვდა უნიკალური მასალა, რომელიც ასახავს 1990-იანი წლების საქართველოს ისტორიას შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის კუთხით. 2014 წელს ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული უნიკალური საარქივო დოკუმენტები და ამით ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა.

დღეს როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებით არა ერთი დისკუსია თუ სამეცნიერო დებატები იმართება, აღნიშნულ არქივს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კონფლიქტების დოკუმენტებით გამყარებული რეტროსპექტივის ჩვენებით, შეუძლია საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ დებატებში ..."

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"