კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა

ამა წლის 1 ივლისს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) მიერ მხარდაჭერილი კავკასიური დიალოგის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა პირველი თემატური შეხვედრა, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა კონფლიქტის პრევენციასა და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ პროცესებში. COVID-19 პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრის მონაწილე იყო ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი, რომელიც კონფლიქტებს ისტორიულ კონტექსტში იკვლევს. თემატური შეხვედრის დროს კლუბმა ICCN-სგან მიიღო შეთავაზება პოლიტიკის ნარკვევის მომზადებაზე, კონფლიქტების პრევენციის ისტორიული კუთხით შფასებისა და ახალგაზრდული ხედვის წარმოდგენით, სხვა რესურსებთან ერთად ICCN-ის უნიკალური ონლაინ არქივის გამოყენებით.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"