კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მორიგი სამმხრივი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი ენერგოეფექტურობის საკითხებზე თურქეთში ჩატარდა

მორიგი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აფხაზეთის ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე თურქეთში გაიმართა.

2019 წლის 13-16 ივლისს, თურქეთში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამმხრივი (აფხაზურ-ქართულ-რუსული) შეხვედრა ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთში ელექტრო-ენერგიის რეფორმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას.

შეხვედრა ჩატარდა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების სექციის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ფორმატით დიალოგი 2016 წლიდან მიმდინარეობს.