კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (GPPAC) საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფის (ISG) შეხვედრა, ოდესა, უკრაინა

გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (GPPAC) საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფის (ISG) შეხვედრა 2019.

2019 წლის 26-29 მაისს შეხვედრა ქ. ოდესაში (უკრაინა) გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წესდებაში ცვლილებების შეტანა და განახლება გახლდათ.

საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფი (ISG) არის გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (GPPAC) გლობალური მმართველი ორგანო. საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფი შედგება 14 რეგიონული წარმომადგენლისა და 5 არარეგიონული წევრისაგან.

ოდესის მედიატორთა რეგიონულმა ჯგუფმა (Odessa Regional Group for Mediation) გლობალურ სეკრეტარიატთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფის (ISG) შეხვედრას ოდესაში.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, როგორც გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (GPPAC) ერთ-ერთი დამფუძნებელი (2003) არის საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფის (ISG) წევრი და გლობალური ქსელის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში.

გმადლობ მშვიდობის მშენებლობისთვის კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდეგ:

ქ-ნი შარონ ბრაგვან როლს, გამგეობის თავმჯდომარე (GPPAC), ოკეანეთის რეგიონული წარმომადგენელი და ბ-ნი მიგელ ალვარეზ განდარა, თავმჯდომარის მოადგილე (GPPAC), პრეზიდენტი, ორგანიზაცია სეპარაზ (SERAPAZ).

დოკუმენტის ჩამოტვირთვა