ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრა თბილისში გაიმართა
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (www.gppac.net) რეგიონულმა წარმომადგენელმა, ა.წ. 6-7 ივლისს თბილისში უმასპინძლა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ შეხვედრას. ღონისძიებაზე სამივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს საშუალება მიეცათ, განეხილათ სამოქალაქო სექტორის შესაძლო წვლილი 2030 წლამდე მდგრადი განვითარების გაერო-ს დღის წესრიგისა და მისი #16 მიზნის განხორციელებაში. მონაწილეებმა, სამივე ქვეყნისა და რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით, განიხილეს კონფლიქტის პრევენციისადმი მიდგომები, ასევე კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტთა პაკეტის შემუშავების საკითხები.