1917-1930 დოკუმენტები
1917-1930 წლების დოკუმენტები
1927 წელი - საქართველოს სსრ-ს (II) კონსტიტუცია.
1927 წელი - აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია)
1926 წელი - სტატისტიკური მონაცემები ავტონომიურ ერთეულებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ.
1922 წლის 13 დეკემბერი - მიღებულ იქნა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის (ასფსრ) კონსტიტუცია, ამიერკავკასიის საბჭოების პირველმა სრულიად კავკასიურმა კონგრესმა ოფიციალურად გააფორმა ასფსრ-ის შექმნა. გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკები სსრკ-ს ერთიან ფედერაციულ რესპუბლიკად შეერთებოდა.
წყარო: Собрание узаконений и распоряжений рабоче-крестьянского правительства Закавказской Социалистической Федеративной Советской Республики. 23 июля 1923 г. №2. стр. 2-11.
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფსრ) იყო აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პოლიტიკური და სახელმწიფო გაერთიანების ფორმა 1922 წლიდან 1936 წლამდე.
ასფსრ გახდა საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი წევრი 1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთის სფსრ-სთან, უკრაინის სსრ-სთან და ბელორუსიის სსრ-სთან ერთად.
1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის სფსრ დაიშალა და კვლავ გაიყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ად, რომლებიც ახლა უკვე ცალ-ცალკე რესპუბლიკებად შედიოდნენ სსრკ-ში.
1922 წელი, 25 თებერვალი - საქართველოს სსრ-ს (I) კონსტიტუცია (დაამტკიცა საქართველოს საბჭოების I ყრილობამ).
1921 წელი, 16 დეკემბერი - სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოსა და აფხაზეთის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. "გოლოს ტრუდოვოი აბხაზიი", #134, 28 დეკემბერი, 1921 წელი, სუხუმ-კალე. (აფხაზეთის რევკომის ორგანო, გამოცემის პირველი წელი).
- treaty_of_alliance_between_the_soviet_socialist_republics_of_georgia_and_abkhazia_1921_1.jpg
- treaty_of_alliance_between_the_soviet_socialist_republics_of_georgia_and_abkhazia_1921_2.jpg
- malitski_book_on_constitutions_1928_1.jpg
- golos_trudovoi_afxazii_1921_n134.pdf
1921 წელი, 13 ოქტომბერი - ყარსის ხელშეკრულება. (Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны, и Турцией — с другой, заключенный при участии РСФСР в К а р с е, 13 октября, 1921 г. Документы внешней политики СССР. Москва, 1960 г.)
1921 წლის ყარსის ხელშეკრულება აისახა საქართველო-თურქეთის 1992 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულებაში; დოკუმენტი იხილეთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე:
1921 წელი, 16 მარტი - რუსეთ-თურქეთის შეთანხმება. (Договор между Россией и Турцией, 16 марта 1921 г. Документы внешней политики СССР. Москва, 1957 г.)
1921 წელი, 21 თებერვალი - საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს დამფუძნებელი კრება.
თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. კონსტიტუცია 1921 წლის მარტში, ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა. (დოკუმენტის ასლი მოგვაწოდა ცნობილმა არქივარიუსმა 2021 წლის 25 მარტს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუცხადებთ!).
1920 წელი, 27 დეკემბერი - „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“. დროებითი ვარიანტი. აფხაზეთის ეროვნული საკონსტიტუციო საბჭო.
1920 წელი, 27 დეკემბერი - აფხაზეთის სახალხო საბჭოს საკონსტიტუციო დელეგაციის წევრების განცხადება აფხაზეთის ავტონომიის საკითხის შესახებ.
1920 წელი, 23 დეკემბერი - აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დროებითი დებულების პროექტი.
1920 წელი, 29 ოქტომბერი - საქართველოს დამფუძნებელი კრება, საკონსტიტუციო კომისია აფხაზეთის ავტონომიის შესახებ. (სრული შეკვრა)
1920 წელი, 29 ოქტომბერი - საქართველოს დამფუძნებელი კრება, საკონსტიტუციო კომისია აფხაზეთის ავტონომიის შესახებ.
2007 - წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ვახტანგ ყოლბაიამ, ივნისი, 2019 წ.)
- constituent_meeting_constitutional_commission_on_abkhazia_authonomous_1920.pdf
- letter_to_satte_archive_of_georgia_on_abkhazia.pdf
1920 წელი, 7 მაისი - საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება.
- treaty_of_moscow_-geo-ru_7_may_1920.pdf
- treaty_of_moscow_annex_-geo-ru_7_may_1920.pdf
- secret_supplementary_protocol_moscow_treaty__may_7_1920.pdf
- treaty_of_moscow_7_may_1920_original_full.pdf
1919 წელი, 21 მარტი - აფხაზეთის სახალხო საბჭოს. საქართველოს დამფუძნებელი კრება.
1919 წელი, 20 მარტი - დროებითი დებულება აფხაზეთის ავტონომიური მმართველობისა.
2007 - წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ვახტანგ ყოლბაიამ, ივნისი, 2019 წ.)
- letter_to_the_national_council_of_abkhazia_21_march_1919_1.pdf
- abkhazia_act_of_authonomous_status_20_march_1919_full.pdf
- letter_to_state_archive_of_georgia_on_abkhazia.pdf
1919 წელი - აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები, აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დროებითი დებულება.
1919 წელი - აფხაზეთის ავტონომიური ოლქის ძირითადი პრინციპების შესახებ, მოხსენება.
1919 წელი, 21 ივლისი - აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომა, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ანგარიში და მიმოწერა.
1919 წელი, 10 მაისი - აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტის განხილვა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკების) სოხუმის საოლქო კომიტეტის ყრილობა: რეზოლუციები და წერილები.
1919 წელი, 12 მარტი - პირველი დამფუძნებელი კრების სხდომა: მილოცვები აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებით.
1918 წელი, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი. ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ტიპოგრაფია, ტფლისი, 1919 წელი. (ნინო ციხისთავი-ხუციშვილის პირადი არქივიდან, ივლისი, 2019 წ.).
- georgia_26_may_1918_published_by_gog_2019.pdf
- independence_act_of_georgia_1918.jpg
- ____________________________________________________________________________________________.jpg
- act_of_independence_of_georgia_1918.jpg
1918 წელი, 3 მარტი - ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება. ზავის პირობების შედეგად რუსეთმა კავკასიაში დიდი ტერიტორია დათმო. მათ შორის: არდაჰანის (არტაანი) და ყარსის ოკრუგები (ზავის მეოთხე მუხლი). ბრესტის ხელშეკრულებით უმნიშვნელოვანესი ტერიტორიულ-სასაზღვრო გადაწყვეტილებები ამიერკავკასიის წარმომადგენლების გარეშე გაფორმდა. (Документы внешней политики СССР. Москва, 1959 г.)
1917 წელი, ნოემბერი - ამიერკავკასიის მთავრობის ჩამოყალიბება. სხდომათა ოქმები. ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ტიპოგრაფია, ტფლისი, 1919 წელი. (ნინო ციხისთავი-ხუციშვილის პირადი არქივიდან, ივლისი, 2019 წ.).
გვერდის ციტირებისას
გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:
ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი: /თვე, რიცხვი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=323&clang=0