ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრა კონფლიქტის პრევენციის თემაზე გაიმართა
9-10 აპრილს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრა თბილისში გამართა. შეხვედრა ჩატარდა სამი ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრა ეძღვნებოდა კონფლიქტების პრევენციისათვის საჭირო ინსტრუმენტების შემუშავებას სამივე ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით. მონაწილეებმა, ასევე, ადამიანის უსაფრთხოების კომპონენტი განიხილეს.
კონფლიქტების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი კითხვარი განკუთვნილია იმ სახელმწიფო უწყებებისათვის, რომელთა სამუშაო მანდატი კონფლიქტების მოგვარებასთან, მათ ადრეულ გამოვლენასა და აღკვეთასთანაა დაკავშირებული.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ის გამოწვევები რაც უკავშირდება სამოქალაქო სექტორის ჩართულობას კონფლიქტების პრევენციისა და ნდობის აღდგენის ინიციატივებში.