კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფა

2014 წლის 19 სექტემბერს, 12:00 საათზე პროფესორ გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა განთავსდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისის შენობაზე, ივანე მაჩაბლის #5, თბილისი, საქართველო.
მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრმა ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება გაგრძელდა 12-დან 15:00 საათამდე.

მემორიალის გახსნის ცერემონიალი გაშუქდა გაზეთი რეზონანსი, პირველი არხი, WIC. გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფის გახსნის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოცხადდა მედია საშუალებებით.

ცერემონიალზე დასწრების მოსაწვევი საზოგადოების წარმომადგენლებს დაეგზავნათ.

პროფესორ გიორგი ხუციშვილის (1948-2013) მემორიალური დაფის მოწყობისათვის ჩატარებული სამუშაო. მაჩაბლის ქ. #5 შენობა-ნაგებობის კვლევა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"