კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) სადამფუძნებლო დოკუმენტები
კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) აქვეყნებს ცენტრის სადამფუძნებლო დოკუმენტების არქივს.
1994 წელი, 3 ნოემბერი - რეგისტრაციის მოწმობა #1755, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების დასახელება: კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთაშორისო ცენტრი. საქმიანობის მიზნები: თანამედროვე მეცნიერების მიღწევათა საფუძველზე კონფლიქტების მიზეზების კვლევა. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მარეგისტრირებელი ორგანო: საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. /თედო ნინიძე, მინისტრი/.
ცენტრის რეგისტრაციის მოწმობა #1755
1994 წელი, 8 აგვისტო – პროფესორ გიორგი ხუციშვილის ინიციატივითა და 63 დამფუძნებელი წევრის მონაწილეობით შედგა კრება, რომელმაც დააფუძნა “კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთშორისო ცენტრი”. კრების საერთო გადაწყვეტილებით პროფესორ გ. ხუციშვილს დამაარსებლის სტატუსი მიენიჭა. წყარო: დამფუძნებელი კრების ოქმი. კრების თავმჯდომარე: ა. რონდელი; კრების მდივანი: პ. მამრაძე.
დამფუძნებელი კრების ოქმი (ქართული)
დამფუძნებელი კრების ოქმი (ინგლისური)
გვერდის ციტირებისას
გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:
ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, რიცხვი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=308&clang=0