კონფლიქტები
კონფლიქტები
2010
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) წარმოგიდგენთ ახალ წიგნს კონფლიქტების შესახებ. “კონფლიქტები' სახელმძღვანელოს ტიპის პუბლიკაციაა, რომელშიც თავი მოვუყარეთ კონფლიქტებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემას: კონფლიქტის არსი, მისი ბუნება, კონფლიქტის მონაწილე მხარეები, კონფლიქტის ტიპები და წყაროები, დინამიკა, კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის საკითხები, კონფლიქტთან დაკავშირებული ემოციები და მათი მართვა, კულტურა და კონფლიქტი, კონფლიქტის გენდერული ასპექტები. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: დაინტერესებული პირები, სტუდენტები, კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ტრენერები და პრაქტიკოსები.


