მდგრადი მშვიდობა
როგორ გავხადოთ მშვიდობა მდგრადი: სამშვიდობო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდეგ.
საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭომ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შეიმუშავა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი 2015-2017 წწ. საქართველომ გაერო-ს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული ორი რეზოლუცია (S/RES/2282; A/RES/70/262) წყალგამყოფი აღმოჩნდა მშვიდობის საკითხის გააზრების ისტორიაში.
2016 წლამდე მშვიდობის ცნება გააზრებული იყო, როგორც პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის/სტადიის თანმდევი პროცესი. თუმცა, გაერო-ს რეზოლუციების მიხედვით, მდგრადი მშვიდობა განიმარტება, როგორც "მიზანი და პროცესი, რომლის ამოცანაა კონფლიქტის ესკალაციის, განმეორების, გაღვივებისა და განახლების თავიდან აცილება“. ამგვარად, რეზოლუცია გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებდა, სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროსა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდებში.
2016 წლამდე
2016 წლამდე მშვიდობის ცნება გააზრებული იყო, როგორც პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის/სტადიის თანმდევი პროცესი.
Ø 2015 წელს განხორციელდა გაერო-ს მაღალი დონის სამი განხილვა:
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 გლობალური შესწავლა, კონფლიქტის პრევენცია, მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა (2015);
- მდგრადი მშვიდობის გამოწვევა - მოხსენება, მშვიდობისმშენებლობის არქიტექტურის განხილვა ექსპერტების მრჩეველთა ჯგუფის მიერ (29 ივნისი, 2015)
- ძალთა გაერთიანება მშვიდობისთვის - მაღალი დონის პანელის ანგარიში სამშვიდობო ოპერაციებზე, მშვიდობისთვის ძალთა გაერთიანება - პოლიტიკა, პარტნიორობა და ხალხი (16 ივნისი, 2015);
Ø დღის წესრიგი 2030 მდგრადი განვითარებისთვის - გაერო, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, (25 სექტემბერი 2015);
Ø მეტი თავისუფლებისთვის - გაერო, გენერალური ასამბლეა, მეტი თავისუფლებისთვის: განვითარება, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ყველასთვის: გენერალური მდივნის მოხსენება A/59/2005 (21 მარტი, 2005);
Ø უფრო უსაფრთხო მსოფლიო - გაერო, გენერალური ასამბლეა, უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი გაზიარებული პასუხისმგებლობა, მაღალი დონის პანელის მოხსენება საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ცვლილებაზე (2 დეკემბერი, 2004);
Ø პრევენცია და შეიარაღებული კონფლიქტები - გაერო, გენერალური ასამბლეა, შეიარაღებული კონფლიქტის პრევენცია, გენერალური მდივნის მოხსენება A/55/985 (7 ივნისი, 2001);
Ø მშვიდობის დღის წესრიგი - გაერო, გენერალური ასამბლეა, მშვიდობის დღის წესრიგი: United Nations, General Assembly, An Agenda for Peace: პრევენციული დიპლომატია, მშვიდობის დამყარება და მშვიდობის შენარჩუნება, გენერალური მდივნის მოხსენება, A/47/277-S/24111 (17 ივნისი, 1992).
დოკუმენტის ჩამოტვირთვა
2016 წლის შემდეგ:
2016 წლის შემდეგ მშვიდობა გახდა მიზანი პროცესთან ერთად. მიზნის მიღწევის ამოცანაა კონფლიქტის ესკალაციის, განმეორების, გაღვივებისა და განახლების თავიდან აცილება კონფლიქტის დაწყებამდე, კონფლიქტის დროსა და კონფლიქტის შემდგომ ეტაპებზე.
Ø მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესი (SDG) - გენერალური მდივნის მოხსენება: 2017, 2016, ...
Ø მოხსენება „გაეროს აქტივობები მედიაციის მხარდასაჭერად“ - გაერო A/72/115, (ივნისი, 2017);
Ø დავის მშვიდობიანად მოგვარებაში, კონფლიქტის პრევენციასა და გადაწყვეტაში მედიაციის როლის გაძლიერება - გაერო, გენერალური ასამბლეა A/RES/70/304.
Ø გენდერული და ინკლუზიური მედიაციის სტრატეგიების გზამკვლევი - გაერო, (მარტი, 2017)
Ø კონფლიქტის პრევენცია და პოსტ-კონფლიქტური მშვიდობისმშენებლობა - გაერო, უშოშროების საბჭოს რეზოლუცია 2282 (2016) S/RES/2282,(27 April 2016)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
International Center on Conflict and Negotiation
Международный Центр по Конфликтам и Переговорам