კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები - გ ა მ ო შ ვ ე ბ ა IV

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა IV
თბილისი, 2001

იოჰან გალტუნგის წიგნი კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით (ტრანსცენდის მეთოდი)”კონფლიქტის თემას ეხება, და ამავე დროს, დამხმარე სახელმძღვანელოა იმ ადამიანებისათვის, ვინც მუშაობს კონფლიქტის თეორიასა და პრაქტიკაში, ატარებს ტრენინგებს მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის სფეროში.
თეორიული მოდელები - კონფლიქტის მოგვარება, გადაწყვეტა, მართვა; ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების პროცესი; ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების ძიება; მესამე, მიუკერძოებელი მხარის მონაწილეობა და ა.შ. ეს არის პროცესები, რომლთაც უნდა მიგვიყვანონ კონკრეტულ კონსტრუქტიულ შედეგებამდე. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ვხვდებით, რომ ყოველივე ეს აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.
წარმოდგენილია კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო თეორიული მოდელი, პრაქტიკაზე დაფუძნებული და მოქმედი. კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ტრანსცენდენცია და კრეატიულობა: ახალი იდეები, ჯერ არნახული შესაძლებლობების დანახვა და ამოქმედება, სირთულე, რომელშიც დევს რესურსი, გზა, რომელიც ეფუძნება სამყაროში უკვე არსებულსა და ჩვეულს, მაგრამ ამავე დროს ახალ, სულ სხვა განზომილებაში გადავყავართ, პრობლემის გასაღები, რომელიც ყველაზე რთულ წერტილში უნდა ვეძიოთ, შედეგი, რომელიც მოულოდნელია და აღნიშვნის ღირსი.

ამ წიგნის გაცნობა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ახლებურად გავიაზროთ პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"