ჩვენ შესახებ
კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია.
ICCN, ჯონ და ქეთრინ მაკარტურების ფონდის და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერით 1994 წელს დაარსდა.
ICCN-ის დაარსების მიზანი იყო მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა და პოსტ-ტოტალიტარული დაყოფილი საზოგადოების არსებობის პერიოდში, საქართველოზე ფოკუსირებით, კავკასიის რეგიონში კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება.
მომდევნო წლებში ნათელი გახდა, რომ ამ მიზნების მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იყო.
ICCN კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა.
მთავარი გრძელვადიანი მიზნებია:
- დემოკრატიის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა;
- მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების პრევენცია/მართვა;
- ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობა ;
- ორგანიზაციის მდგრადი განვითარება.
ICCN-ს აქვს პროფესიული გამოცდილება სამეცნიერო კვლევასა და ანალიზში, რომელიც მოიცავს რეგიონული უსაფრთხოების კვლევებს, სოციოლოგიურ გამოკითხვებს და წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე საზოგადოების აზრის შესწავლას, გენდერულ თანასწორობაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებას, უმცირესობათა, დევნილებისა და ლტოლვილების უფლებების, ასევე, მიგრაციის საკითხების კვლევას, მშვიდობის მშენებლობას განათლების საფუძველზე, სამშვიდობო კამპანიებს, მედიას და საჯარო აქტივობებს, საერთაშორისო გამოცდილებას და კავშირებს.
ICCN-ი აქტიურ როლს თამაშობს საქართველოსა და კავკასიაში მშვიდობის მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
ICCN –ის ძირიადი საქმიანობა:
- კონსულტირება
- ფასილიტაცია/მედიაცია.
- სოციოლოგიური კვლევები;
- აზრის გამოკითხვა, კონტენტანალიზი;
- მონიტორინგი და საექსპერტო შეფასება;
- კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდები, ტრენინგები.
- როგორც ორგანიზაციის მიერ შერჩეულ სამიზნე ჯგუფებთან ისე დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად.