ქართულ-სომხური დიალოგი ერევანში
2018 წლის 2-3 ივნისს სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ქართულ-სომხურ დიალოგში, რომელიც ქ. ერევანში ჩატარდა. შეხვედრაის მონაწილეებმა განიხილეს ორივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებში არსებული გამოცდილება. შეაფასეს ექსპერტიზის როლი კონფლიქტური სიტუაციების ესკალაციის აღკვეთაში. შეხვედრის მონწილეებმა აღნიშნეს, რომ ისეთი კონკურენტული ეკონომიკური სისტემების არსებობის პირობებში, როგორიც არის DFCTA და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი (EEU), რომლებსაც მიეკუთვნება საქართველო და სომხეთი, პრევენციის საჭიროება პერიოდულად ჩნდება.
სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი ჩატარდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა (ICCN) და გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის (GPPAC) პარტნიორობით.