სამმხრივი შეხვედრა აფხაზეთში ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე
2018 წლის 9-11 ივნისს ქ. სტამბულში გაიმართა მორიგი სამმხრივი (აფხაზურ-ქართულ-რუსული) შეხვედრა აფხაზეთში ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.
აფხაზურ-ქართულ-რუსული შეხვედრა ჩატარდა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების სექციის ხელშეწყობით.